18 ნოემბერი 2024,   09:32
ვრცლად
ბოჭორიშვილის კლინიკაში მყოფი სამი ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

დღეს დარეგისტრირებული სამი ინფიცირებული ბოჭორიშვილის კლინიკაში რჩება. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

ბოჭორიშვილის კლინიკაში 10-მდე პაციენტია, აქედან 3 პაციენტს დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი ოჯახის წევრები არიან, რომლებიც აშშ-დან ჩამოვიდნენ.

ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაია სოლოღაშვილის ინფორმაციით, COVID 19-ით დაინფიცირებულების მდგომარეობა დიაგნოზის შესაბამისია.

"ახალი სამი ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დიაგნოზის შესაფერისია, რაიმე საგანგაშო ამ წუთებში არ ფიქსირდება. ჩვენ კი, რამდენიმე საეჭვო პაციენტზე ველოდებით პასუხს. ისინი იზოლირებულები არიან და მათი პალატები შესაბამისად არის აღჭურვილი,"- განაცხადა მაია სოლოღაშვილმა.

30 იანვრიდან დღემდე ლუგარის ლაბორატორიაში 1073 პირის ნიმუში დაიტესტა, აქედან 43-ს დაუდგინდა კორონავირუსი, 1 უკვე გამოჯანმრთელდა.

დღის ამბები