18 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
საგანგებო მდგომარეობის შემოღება - პარლამენტში საგანგებო სხდომა ჩატარდება

პარლამენტში საგანგებო პლენარული სხდომა ჩაინიშნა, რომელზეც  ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერილი  ბრძანება უნდა დაამტკიცონ.

პლენარული სხდომა 18:00 საათზე გაიმართება. მანამდე პარლამენტის ბიუროს სხდომაა დაგეგმილი.

პლენარულის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ბრიფინგს გამართავს.

დღის ამბები