18 ნოემბერი 2024,   09:32
ვრცლად
მარკეტში უნდა დაწესდეს სპეციალური ზომები, რომ დახურულ ტერიტორიაზე 10 ადამიანზე მეტი არ იყოს - პრემიერი

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დროს ერთ-ერთი შეზღუდვა, დახურულ ტერიტორიაზე ადამიანების თავშეყრას ზღუდავს - დახურულ სივრცეში 10 ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს სასურსათო მაღაზიებში მუშაობის და მომხმარებელთა ქცევის წესებზეც ისაუბრა. 

"მარკეტში უნდა დაწესდეს სპეციალური ზომები, რომელიც მარკეტის მფლობელებს და მმართველებს დაავალდებულებს, რომ დახურულ ტერიტორიაზე 10 ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს," - განმარტა პრემიერ-მინისტრმა.

"ჩვეულებრივად უნდა ვნახოთ საუკეთესო პრაქტიკები, როგორიც არსებობს ევროპაში - ადამიანები რიგებში დგანან უსაფრთხო დისტანციით, 1-2 მეტრამდე დაცვის პირობებში და ეს ჩვენი მოქალაქეების თვითორგანიზების და რა თქმა უნდა, ბიზნესის პასუხისმგებლობის საკითხია," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები