18 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
პრეზიდენტის დეკრეტი არ განსაზღვრავს გამონაკლისებს და მიუთითებს, რომ ეს არის მთავრობის გადასაწყვეტი - ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველის თქმით, საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გამოცემულ დეკრეტში დაკონკრეტებული არ არის შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით რა გამონაკლისები იგულისხმება და ეს მთავრობამ სპეციალური დადგენილებით უნდა განსაზღვროს: ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ "ღამის კურიერში" განაცხადა. 

სახალხო დამცველის თქმით, თავად დეკრეტი კონკრეტულად არ განსაზღვრავს რა შემთხვევებში ადგენს ის გამონაკლისებს.

"პრეზიდენტის დეკრეტი, ამ შემთხვევაში, ზღუდავს შეკრებისა და მანიფესტაციის მუხლს, რაც გულისხმობს იმას, რომ იზღუდება და ამ შემთხვევაში, იკრძალება მოქალაქეთა ჯგუფის შეკრება ჭერქვეშ, ასევე, გარეთ. მე მიმაჩნია, რომ ეს გულისხმობს, მათ შორის, ეკლესიებში საზოგადოების თავშეყრას, იმიტომ რომ შეკრება გულისხმობს ადამიანთა ჯგუფის ნებისმიერი სახის შეკრებას. თუმცა აქ მინდა გავაკეთო განმარტება, რომ თავად დეკრეტი კონკრეტულად არ განსაზღვრავს რა შემთხვევებში ადგენს ის გამონაკლისებს და მიუთითებს, რომ ეს არის მთავრობის გადასაწყვეტი და ამბობს, რომ მთავრობა ამ დეკრეტის გამოცემის შემდეგ. მიიღებს დადგენილებას და განსაზღვრავს, რა შემთხვევები არის აქედან გამონაკლისი. დღეს ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ დეკრეტის ძალაში შესვლის მომენტიდან. შეზღუდულია შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, რომელიც გულისხმობს მოქალაქეთა ჯგუფის ნებისმიერი სახის შეკრებას, როგორც ჭერქვეშ, ასევე საჯარო სივრცეში, თუმცა კონკრეტულად ამ წესიდან გამონაკლისი იქნება თუ არა, ამას უკვე დაადგენს მთავრობა," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ და ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს შეზღუდვა, არ გულისხმობს რწმენის და აღმსარებლობის უფლების შეზღუდვას.

დღის ამბები