18 ნოემბერი 2024,   09:46
ვრცლად
მომავალ კვირაში ბერლინიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა იგეგმება

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, მომავალ კვირაში ბერლინიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა მოხდება.

აღნიშნული განცხადება დავით ზალკალიანმა "ღამის კურიერში" სტუმრობისას გააკეთა.

"საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე თვეზე მეტია, რაც საგანგებო რეჟიმში მუშაობს და ჩვენ ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე დავაბრუნეთ სხვადასხვა საშუალებებით საქართველოში. როგორც კი პირველად გაჩნდა კრიზისული ზონები ჩინეთში, ჩვენ მოვახერხეთ და ჩინეთის ხელისუფლებასთან და ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად სამი სპეცრეისის საშუალებით მოვახერხეთ ჩვენი მოქალაქეების გამოყვანა. ასევე ჩვენ გამოვიყვანეთ იტალიიდან ორი სპეცრეისით, გამოვიყვანეთ ირანიდან საჰაერო რეისით. ასევე, მოვახერხეთ პოლონეთიდან  ჩვენი მოქალაქეების გამოყვანა. მთლიანობაში სამიათასამდე საქართველოს მოქალაქე იყო გამოყვანილი სხვადასხვა საშუალებებით.

დღეს ჩამოვიყვანეთ ამსტერდამიდან, ასევე "ბელავიას" რეისით დღეს განხორციელდება რეისი. მომავალ კვირას არის დაგეგმილი, ასევე, ბერლინის რეისი და მოვახდენთ ჩვენი მოქალაქეების გამოყვანას. მომავალ კვირაში აუცილებლად ვაცნობებთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ამ ვირუსის გამო არიან სხვადასხვა ევროპულ დედაქალაქში, თუ რა საშუალებებით მოხდება მათი გამოყვანა," - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

 

 

 

 

 

დღის ამბები