ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის შესახებ სახელმწიფოს გადაწყვეტილება ეკლესიას არ ეხება. იმ შემთხვევაში კი, თუკი რეგულაციები გამკაცრდება, სახელმწიფოს რეკომენდაციების შესაბამისად იმოქმედებენ.
"ჩვენ თქვენგან ვგებულობთ ინფორმაციას. პრემიერის შემდეგ გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარე და თქვა, რომ ათი ადამიანის შეკრება არ ეხება ეკლესიას. ჩვენ ვიყავით ყველაფრისთვის მზად. მოულოდნელი იყო ეს ციფრი. თქვენ ხართ ჟურნალისტები - ათნი, დავუმატოთ მრევლი, დავუმატოთ პატრიარქი, მსახურები, როგორ წარმოდგინდენიათ, პატრიარქმა და ან სასულიერო პირმა წირვა ჩაატაროს მრევლის გარეშე, მარტომ. საღამოს პატრიარქისა და პრემიერის შეხვედრის შემდეგ ყველაფერს ნათელი მოეფინა, რომ დაშვებულია, მაგრამ უნდა იყოს დაცული ზომები, რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სამინისტო იძლევა.
პატარა ტაძრებს რეკომენდაცია მივეცით, რომ ნაწილი მრევლის იყოს გარეთ, აქვთ სივრცე და არის საშუალება, რომ შემდგომში გარე გახმოვანება გაკეთდეს. ის ადამიანები, რომლებიც იქნებიან გარეთ, ისევე მოისმენენ წირვას. ზიარების შემდეგ იქნება მონაცვლეობა. ეზიარება, ვინც შიგნითაა და გრეთ გამოვა, ვინც გარეთაა, შევა და ეზიარება. ჩვენ ვიმიქმედებთ იმის მიხედვით, რა რეკომენდაციაც იქნება სახელმწიფოსგან დაშვებული. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ეკლესიას გააჩნია მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება და ყოველთვის იყო შესაძლებლობა იმისა, რომ წირვა-ლოცვა ყოფილიყო, არასდროს შეწყდება და ღმერთმა არ მოგვასწროს, რომ შეწყდეს, რადგან ეს არის წყვეტა ღმერთთან, ეს არის ძალიან დიდი საშინელება და უბედურება და ნიშნანი მეორედ მოსვლისა, რასაც შეიძლება არ ველოდებოდეთ, მაგრამ ფაქტის წინაშე დავდგეთ. წარმოგიდგენიათ ეკლესია, რომ მსახურება არ იყოს, წირვა არ იყოს? ადამიანი არ შევიდეს და სანთელი არ დაანთოს? უფლის არის ქვეყანა, სავსება მისი, სოფელი და ყოველი დამკვიდრებული მასში. მედიკოსებზე, სასულიერო პირებსა და ხელისუფლებაზე მეტად, მგონი ღმერთი ფიქრობს, ღმერთი, მრავალმოწყალეა და ყველადერს გააკეთებს, რომ სულიერი სიხარულით შევხვდეთ თითოელი ჩვენგანი აღდგომის ბრწუინავლე დღესასწაულს,"- უთხრა ჟურნალისტებს მიტროპოლიტმა.
მისივე თქმით, ზიარების წესის ცვლილება არ იგეგმება, თუმცა სიმპტომების მქონე ადამიანებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.