09 სექტემბერი 2026,   22:33
ვრცლად
ერთი კოვზით ზიარება ღვთისგან მოცემული ჯილდოა - ალავერდის მიტროპოლიტი

საგანგებო მდგომარეობის მოქმედების მიუხედავად, ალავერდის საკათედრო ტაძარში საკვირაო მსახურება ჩვეულ რეჟიმში აღევლინა. მორწმუნეები, მსახურების დროს ტაძარში იმყოფებოდნენ, თუმცა ცდილობდნენ ერთმანეთის სიახლოვეს არ მდგარიყვნენ.

აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა განმარტა, რომ ზიარების საიდუმლო ჩვეულებრივ წესით მოხდება, რადგან ერთი კოვზის გამოყენება არ ნიშნავს ეპიდემის გავრცელებას, უფრო მეტიც ეს ღვთის წყალობაა.

"დღეს ისეა ადამიანის გონება, რომ შესაძლოა, სულ უბრალო რამის გამო მოაწყონ დაპირისპირება. ამას არც კანონი უნდა და არც რაიმე სახვა საფუძველი. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ქვენის კანონების შესრულება ჩვეენი ვალიც არის, თუმცა აქ მოსულ მრევლს უკან ვერ გავისტუმრებთ. თუმცაღა დავახავედრებთ იმას, რომ საფრთხე იყოს დაცული. ყველანაირად ხელშეწყობა იქნება. ითქვა რადიოფიცირება - იქნება რადიოფოცორება. მე მაინც მგონია, რომ დაპირისპირება იქ არ გაჩნდება, სადაც სურვილი არის ერთობით, ანგარიშის გაწევით. 

დღეს რომ ითხოვენ ეკლესის დახურვას, ინფექცია გავრცელდებაო, იქნებ ინფექცია სხვაგან უფრო გავრცელდეს. ერთი კოვზით ზიარება - პირიქით, ღვთისგან მოცემული ჯილდოა. ქრისტიანი რომელიც მოდის მოყვასისი მოყვარული თავის თავს არ მისცემს უფლებას უღირსად ეზიაროს.

ჩვენ გავიზიარებთ ახალ წესებს,რასაც ითვალისწონებს საგანგენო მდგომარეობა.თვითონ ალავერდის ტაძარი გვაძლევს ამის საშუალებას, რომ ბევრი ადამიანი დაესწროა ლოცვას ისე რომ დისტანცია იყოს დაცული. ამასთანავე, მომავალი კვირისთვის რადიოხმოვნებს დავამონტაჟებთ, რომ დღესასწაულებზე მრევლმა შეძლოს ეზოში დგომა და ლოცვის მოსმენა,"- თქვა მეუფე დავითმა. 

დღის ამბები