საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მოუწოდებს ყველას, საგანგებო მდგომარეობას დაემორჩილონ. ამასთან, მას მთავრობის მისამართითაც აქვს მოთხოვნა :
"მოვუწოდებ ყველას დავემორჩილოთ საგანგებო მდგომარეობას;
- მთავრობას: გახადეთ მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი ის ერთი მთავარი - შეკრებების აკრძალვის რეგულაცია! 10 ადამიანი - რა ფართობზე, რა დაშორებით, ღია თუ დახურულ სივრცეში? დაეხმარეთ მოქალაქეებს დაიცვან დაწესებული შეზღუდვები!!!
- მთავრობის ნაბიჯების კრიტიკის დრო მოვა მას შემდეგ რაც ერთად დავამარცხებთ პანდემიას. ახლა ყველამ ერთად ვიზრუნოთ რომ დავეხმაროთ მათ ვისაც უჭირს!" - წერს გიორგი მარგველაშვილი "ფეისბუქზე".