იმისთვის, რომ ქვეყანამ არსებული ეკონომიკური მდგომარეობა მაქსიმალურად შეინარჩუნოს
ოპოზიცია ხელისუფლებისგან დროულ რეაგირებას მოითხოვს. მათი მტკიცებით, აუცილებელია შემუშავდეს სპეციალური ეკონომიკური პაკეტი.
პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის თქმით, შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობის მხარდასაჭერად მთავრობამ დროულად უნდა იმოქმედოს. გოცირიძის განმარტებით, ხელისუფლებამ შესაბამისი საჭიროებების მიხედვით, ზოგ მოქალაქეს ფულადი დახმარება უნდა გაუწიოს ზოგს კი სურსათით და კომუნალური გადასახადების დაფარვით.
"ერთია როცა ბუნებრივად დაიკარგა სამუშაო ადგილები და რამდენიმე ათეულობით ათასი ადამიანი სამუშაოს გარეშე დარჩა და მეორე როდესაც ამას დაემატა ადმინისტრაციული წესით ბიზნესების გაჩერება საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, ხალხი დარჩა შემოსავლის გარეშე და ამათ სჭირდებათ დიდი სადამხმარებლო პაკეტი, ეს იქნება კომუნალური გადასახადების გადახდა, პირდაპირი დახმარება, ფულადი დახმარება, თუ სასურსათო მხარდაჭერა"- ამბობს გოცირიძე.
უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ დეტალურად უნდა გაიწეროს ვის და როგორ დაეხმარება სახელმიწფო და აღნიშნავენ, რომ მთავარია ეს დახმარება შესაძლებლობებთან ადეკვატური იყოს.