18 ნოემბერი 2024,   09:55
ვრცლად
შევედით პრეკრიზისულ ფაზაში, მაგრამ წინ კიდევ უფრო რთული პერიოდი გველოდება - დიმიტრი ხუნდაძე​

მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა იწყება. მთავარი თემა კორონავირუსის გავრცელება და მარნეულში შექმნილი ვითარება იქნება. პრემიერი სავარაუდოდ, შესაბამის სამსახურებს ახალ ინსტრუქციებს მისცემს, იქნება ახალი გადაწყვეტილებებიც.

შეხვედრის დაწყებამდე განცხადება გააკეთა დიმიტრი ხუნდაძემ. საკოორდინაციო საბჭოს წევრი  მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ვირუსის თავიდან ასაცილებლად დაიცვან ის რეკომენდაციები, რომელზეც უკვე რამდენიმე კვირაა საუბარი მიმდინარეობს. 

დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ქვეყანა პრეკრიზისულ ფაზაში შევიდა და წინ კიდევ უფრო რთული, კრიზისული ვითარებაა მოსალონდელი

"შევედით პრე კრიზისულ ფაზაში, მაგრამ წინ კიდევ გველოდება უფრო რთული პერიოდი, ეს არის კრიზისული პერიოდი, სადაც უფრო მეტი იქნება როგორც დაფიქსირებული, ასევე დაუფიქსირებელი შემთხვევები კორონავირუსით ინფიცირების. დღეს უკვე გვაქვს შემთხვევა, რომლის ეპიდ მისამართი არის რთული დასადგენი. ამიტომ, მთავარი რეკომენდაცია  - თქვენს ხელსაა ბერკეტი, რომ აიცილოთ ეს საშიში ინფექცია, დაიცვათ საკუთარი ჯანმრთელობა და დაიცვათ სხვების ჯანმრთელობა. ხშირად დაიბანეთ ხელი, სოციალური დისტანცირებაა მთავარი იარაღი, მოერიდეთ ახლო კონტაქტებს. თუ ვინმეს აღენიშნება კლინიკური გამოვლინებები ტემპერატურა ან სხვა რაიმე გამოვლინება უჩვეულო, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. დაიცავით წესები, რომ ავიცილოთ ეს მასშტაბური საფრთხე," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.  

დღის ამბები