18 ნოემბერი 2024,   09:53
ვრცლად
დღეს არ არის დრო, რომ ხელისუფლებას ჩაუდგე კრიჭაში და ჩასაფრებულის როლში იყო - ზაალ უდუმაშვილი

როგორ უმკლავდება საქართველო არსებულ გამოწვევებს - შექმნილი ვითარების გამო შეცვლილია პოლიტიკოსების დღის წესრიგიც. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ერთმანეთის ოპონირებაზე უარი თქვეს და ერთმანეთს უზიარებენ რეკომენდაციებს, როგორ შეიძლება ბრძოლა კორონავირუსთან იყოს უფრო ეფექტიანი.

ქვეყანაში შექმნილ საგანგებო ვითარებასთან დაკავშირებით პოლიტიკოსებისგან მთავარ რეკომენდაციებს შორის ისმის ის, რომ გამოვიყენოთ აბსოლუტურად ყველა რესურსი, რაც ჩვენ ხელთ არის, რომ ვიყოთ ეფექტურები და ნომერ პირველი რესურსი პოლიტიკოსების თქმით არის სამოქალაქო პასუხისმგებლობა.

"დღეს კორონავირუსის წინააღმდეგ მთავარი წამალი თითოეულ ჩვენთაგანს უჭირავს ხელში, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ერთმანეთის მიმართ, ჩვენი ახლობლების მიმართ და იმ სოციუმის მიმართ, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. ასე რომ, ყველამ აბსოლუტურად უნდა დავიცვათ მაქსიმალურად მედიკოსების რჩევები, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ კანონი, რომელსაც ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობა და ეს კანონი არის ყველასთვის ერთი და არ შეიძლება აქ გამონაკლისები დავუშვათ. მხოლოდ და მხოლოდ ეს არის დღეს ის მთავარი რეცეპტი, რომლითაც ჩვენ დავამარცხებთ კორონავირუსს.

დღეს არ არის დრო იმისა, რომ ხელისუფლებას ჩაუდგე კრიჭაში და ჩასაფრებულის როლში იყო. დღეს არის დრო, რომ ყველა უნდა გავერთიანდეთ კორონავირუსის წინააღმდეგ," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

დღის ამბები