18 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
მარნეულში დაინფიცირებული ქალის 90 კონტაქტიდან შემდგომი ტალღის სახით 1700-მდე კონტაქტი გამოიკვეთა - აკაკი ზოიძე

მარნეულში დაინფიცირებული ქალის 90 კონტაქტიდან შემდგომი ტალღის სახით, 1700-მდე კონტაქტია გამოკვეთილი - ამის შესახებ ჯანდაცვის საერთშორისო ფონდ "კურაციოს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა.

როგორც ზოიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ახლა, საჭიროა მათი გამოკვლევა და შემდგომში იზოლაცია.

შეგახსენებთ, მარნეულში დაინფიცირებული ქალი ათეულობით ადამიანთან ერთად წლისთავზე იმყოფებოდა, რომელსაც მარნეულისა და ბოლნისის მცხოვრებლების გარდა, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრებიც ესწრებოდნენ.

დღის ამბები