"ბრითიშ ამერიქან თობაქოს" დირექტორმა ზვიად სხვიტარიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესომბუდსმენთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ როგორც ფინანსური, ასევე მატერიალური რესურსების კუთხით, მათი კომპანია ყველაფერს გააკეთებს.
ზვიად სხვიტარიძემ stopcov ფონდზე ისაუბრა და აღნიშნული ინიციატივა დადებითად შეაფასა.
"ყველა ბიზნესს, ეს იქნება მსხვილი, თუ საშუალო, მოვუწოდებ, რომ ამ ინიციატივას გამოეხმაუროს. stopcov.ge-ზე შექმნილი სპეციალური ფონდი. შესაძლებელია, როგორც კონკრეტული რესურსების გადარიცხვით, ასევე, შესაძლებელია მატერიალური სახითაც სხვა კონკრეტულ აქტივობებში მონაწილეობის მიღება.
ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა, როგორც თამბაქოს ინდუსტრიის დაორგანიზების კუთხით, ისევე, საქართველოში და მარტო თბილისში არის დაახლოებით 3 000 მაღაზია, 600 მაღაზიას უკვე დავეხმარეთ სადეზინფექციო საშუალებებით, ხელთათმანებით და პირბადეებით. ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ სხვა მთელი რიგი აქტივობების განხორციელებას," - განაცხადა "ბრითიშ ამერიქან თობაქოს" დირექტორმა.