ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა. დეფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით ოპოზიციონერმა კანდიდატმა ხმების 56%-ზე მეტი მიიღო. 35%-ი აქვს ადგურ არძინბას, მესამე ადგილზე, ხმების 2%-ით ლეონიდ ძაპშბა გავიდა.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ გაიმართა.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ განცხადება გაავრცელა. სადაც აღნიშნულია რომ გაერთიანება ე.წ არჩევნებს არ აღიარებს.