18 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
საგანგებო რეჟიმის პერიოდში, მძღოლებს, რომელთა ავტომანქანა ტექდათვალიერებას ვერ გაივლის, ჯარიმა არ დაეკისრებათ - ნათია თურნავა

საგანგებო რეჟიმის პერიოდში, მძღოლებს, რომელთა ავტომანქანა ტექდათვალიერებას ვერ გაივლის, ჯარიმა არ დაეკისრებათ. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ნათია თურნავას განცხადებით, ტექმომსახურების სერვისებზე საგანგებო მდგომარეობით შემოღებული შეზღუდვები არ ვრცელდება და სერვისები ჩვეულებისამებრ გააგრძელებენ მუშაობას.

"პირველ რიგში ჩვენ  ისევ ვიტყვი, რომ დავუშვით და არ აგვიკრძალია ტექმომსახურების სერვისების ფუნქციონირება, ისინი მოემსახურებიან როგორც იურიდიულ პირებს, ასევე ფიზიკურ პირებს.

რაც შეეხება ჯარიმებს, შევთანხმდით, რომ ამ ეტაპზე ჯარიმები არ დაეკისრებათ და ეს არის გადავადებული, ასე რომ შეუძლიათ მშვიდად იყონ. ეს რა თქმა უნდა იმოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ამ საგანგებო ვითარების პერიოდში," - განმარტა ნათია თურნავამ.

დღის ამბები