18 ნოემბერი 2024,   09:54
ვრცლად
კარანტინის პერიოდის შემდეგ სასტუმროებში სრული დეზინფექცია განხორციელდება - ეკონომიკის მინისტრი

სასტუმროები, რომლებშიც საკარანტინო პერიოდში მყოფი პაციენტები იმყოფებიან, საკარანტინო პერიოდის დასრულების შემდეგ სრულ დეზინფექციას გაივლიან. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ყველა სასტუმრო სისტემატიურ დეზინფექციას გადის და ჯანდაცვის სამინისტროსგან გაცემულ რეკომენდაციებს მკაცრად იცავს.

მინისტრის განცხადებით, სასტუმროებთან თანამშრომლობა ურთიერთშეთანხმებით ხდება და აღნიშნავს, რომ მათი რაოდენობა კიდევ გაიზრდება.

"დაახლოებით 50-მდე სასტუმროა დღეის მონაცემებით ჩართული ამ პროგრამაში და ეს მაჩვენებლები, რა თქმა უნდა, იზრდება და იცვლება. ეს ხდება ურთიერთშეთანხმებით სასტუმროებთან, ძალიან კარგად თანამშრომლობენ და მადლობა მინდა მოვახსენო მათ კიდევ ერთხელ. 

ყველა წესი არის მკაცრად დაცული. ხდება ხშირი დეზინფექცია და ასევე, რა თქმა უნდა, როდესაც დამთავრდება კარანტინის პერიოდი, მოხდება ამ სასტუმროებში სრული დეზინფექცია. აქედან გამომდინარე აქ რისკი, დავუშვათ, რაღაც დასნებოვნების არის იმაზე უფრო ნაკლები, ვიდრე ჩვენ ჩვეულებრივ რეჟიმში რომ დაგვეტოვებინა ეს სასტუმროები ფუნქციონირებაში, დაკვირვებაა ყოველდღიური იმ ადამიანებზე, ვინც გადის კარანტინს.

საბედნიეროდ, მათი უდიდესი უმრავლესობა არის ჯანმრთელი და შემდეგ ჩვეულებრივად ტოვებენ სასტუმროებს," - განმარტა ნათია თურნავამ.

დღის ამბები