შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დისტანციის დაცვის და ადამიანების თავშეყრისგან თავის არიდების მოთხოვნა ეხება ყველას და გამონაკლისს არც ეკლესია წარმოადგენს:
"10 და მეტი ადამიანის შეკრება იკრძალება, ქორწილი იქნება თუ ქელეხი, თუ სხვადასხვა თემა, ასევე გარეთ შეკრება, სხვადასხვა მანიფესტაციები და ასე შემდეგ. 1-2 დღე აუცილებელია ადამიანებს აუხსნა თემა, არ შეიძლება პირველ დღესვე მიხვიდე და დაუწერო ჯარიმა. პირველი ჯარიმა არის 3000 ლარი, ეს არ არის მხოლოდ იმაზე, 10 კაცი შეგროვდება თუ არა, თუნდაც კარანტინის დატოვების მცდელობაც. ყველაზე იმოქმედებს. დაიბეჭდება ფლაერები აზერბაიჯანულ, სომხურ, რუსულ ენაზე, რომ ყველა ადამიანმა წაიკითხოს და იცოდეს რითი ისჯება მისი საქციელი. განმეორებითზე არის სისხლის სამართლის პასუხისგება.
გამონაკლის შემთხვევებში არ შედის ეკლესიები, მოდი ასე ვთქვათ, იგივე კანონი, რაც მოქმედებს სხვა დახურულ დაწესებულებებში, მაგალითად, გუდვილი, კარფური, არის დისტანცია და დისტანცია უნდა დაიკავონ. გარეთაც შეიძლება ქუჩაში 100 კაცი მოძრაობდეს და დისტანცია ჰქონდეს დაკავებული და ერთად არ იდგეს. აქედან გამომდინარე, ეკლესიაშიც, თუნდაც ავიღოთ სამება, უდიდესი ეკლესიაა,"- განაცხადა გომელაურმა.
შსს ხელმძღვანელის თქმით, დარღვევის შემთხვევაში სამართალდამცავები ყველგან შესაბამისად იმოქმედებენ.