18 ნოემბერი 2024,   09:47
ვრცლად
ხელისუფლებას ეკონომიკური აღდგენის გეგმაზე მუშაობა დაწყებული აქვს - არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლებას დაწყებული აქვს მუშაობა ეკონომიკური აღდგენის გეგმაზე, რომლის მიხედვითაც ქვეყანამ კორონავირუსის მიერ შექმნილი კრიზისიდან გამოსვლისთვის უნდა იმოქმედოს. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა:

"მუშაობა დაწყებულია ეკონომიკური აღდგენის გეგმაზე, იმიტომ რომ მოველით რომ შემდეგ თვეებში ეკონომიკური პრობლემები წამოვა წინა პლანზე, უკვე არაერთ ჩვენ მოქალაქეს შეექმნა ყოველდღიური პრობლემა. საშუალო და დაბალ შემოსავლიანი სეგმენტი დადგა პრობლემების წინაშე, ბევრ ოჯახს ყოველდღიური საარსებო მინიმუმის პრობლემა აქვს, ამიტომ ეკონომიკური გუნდი მუშაობს მაქსიმალურად, რომ ჩვენ ქმედითი დახმარება აღმოვუჩინოთ ჩვენს თანამოქალაქეებს.-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

არჩილ თალაკვაძის თქმით, ეკონომიკური აღდგენის გეგმა რამდენიმე კომპონენტს გულისხმობს.

"ეკონომიკური აღდგენის გეგმა გულისხმობს რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტს. კონკრეტულად, გაწერილი ღონისძიებები წარმოდგენილი იქნება მთავრობის მიერ, ძირითადი კომპონენტები, რომელიც მნიშვნელოვანია რომ იყოს გათვალისწინებული არის: მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რომ საფინანსო ინსტიტუტებმა შეინარჩუნონ ფუნქციონირება.

რაც შეეხება ლარის კურსს, ეს არის არასტანდარტული ვითარება. ლარის კურსმა უპასუხა გლობალურ კრიზისს და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში ცვლილებებს. ლარის კურსი იქნება ამ ნიშნულზე მანამ, სანამ ეს კრიზისი გრძელდება, როგორც კი ეკონომიკის აღდგენა დაიწყება, ლარის კურსი ამას ადეკვატურად უპასუხებს," - აღნიშნა თალაკვაძემ და დასძინა, რომ  მთავრობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და პარტნიორ ქვეყნებთან მოლაპარაკებებს მართავს. 

დღის ამბები