საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და ადამ კინზინგერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მთავარი თემა კი ახალი კორონავირუსი და მასზე საქართველოს ადეკვატური რეაგირება იყო. ინფორმაციას ამერიკელი კონგრესმენი twitter-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
"შესანიშნავი სატელეფონო საუბარი მქონდა არჩილ თალაკვაძესთან საქართველოსა და მათ ბრძოლაზე COVID-19-ის წინააღმდეგ. ასევე ეკონომიკურ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ჩვენ ყველა აღმოვჩნდებით. ჩვენი მეგობრობა და კავშირი ძლიერია, როგორც ყოველთვის," - წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი.