პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე სწრაფი ტესტების დანიშნულებას განმარტავს. საკოორდინაციო საბჭოს წევრი აცხადებს, რომ ტესტებს რამდენიმე მიზანი აქვს, თუმცა ეს არ არის "ხსნა". მისი თქმით, მთავარი და აუცილებელი რეკომენდაციების დაცვაა.
"ტესტებს აქვს რამდენიმე მიზანი. სხვადასხვა ეტაპზე დადგინდეს ვირუსის არსებობა. არსებობს ანტისხეულდამოკიდებული ტესტები, მაგრამ მინდა მოქალაქეებმა გაითვალისწინონ ის, რომ ტესტირებას ჰქონდეს თავისი დადებითი შედეგი, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდის გამოვიყენებთ და რა ტესტს გამოვიყენებთ. ისე, რომ ტესტი არ არის ხსნა, ტესტი არის ხელშეწყობა იმისა რომ კონტროლს დაექვემდებაროს პროცესი, მაგრამ ხსნა არის ერთ-ერთი აუცილებელი, რა რეკომენდაციასაც ჩვენ ვიძლევით,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს წევრები იკრიბებიან, სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება.