18 ნოემბერი 2024,   09:33
ვრცლად
რა ზიანს მოუტანს COVID-19 საქართველოს ეკონომიკას - ექსპერტები მოსალოდნელ შედეგებზე 

რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ COVID-19-ის მიერ მოყენებული ეკონომიკური ზიანი მეტნაკლებად მსუბუქი აღმოჩნდეს - არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ წინასწარი ეკონომიკური პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე ექსპერტებსა და ზოგადად საზოგადოებას მოუწოდებს, სამომავლო პროგნოზები, მით უმეტეს პესიმისტური, საჯაროდ მაინც არ გააკეთონ. მისი თქმით, მსგავსმა განცხადებებმა შესაძლოა დამატებით პანიკა და გაურკვევლობა გამოიწვიონ.

"პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. ახლა არის არაორდინალური ვითარება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. შესაბამისად უცნობია, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად დაძლევს მსოფლიო ამ ვირუსს და არა მხოლოდ საქართველო.

საქართველო არის ღია ტიპის ეკონომიკის ქვეყანა. ჩვენ ძალიან დიდი შემოსულობა ვალუტაში გვაქვს ტურიზმიდან, ინვესტიციებიდან, უცხოური გზავნილებიდან, რასაც, რა თქმა უნდა, ამ პერიოდში შეექმნა პრობლემა. ასევე, რა თქმა უნდა, საქართველოს აქვს ექსპორტი, საიდანაც შემოდის ქვეყანაში ვალუტა. ყველა ამ მაკროეკონომიკური პარამეტრის გაუარესება ფაქტობრივად სახეზეა, რიცხვები ალბათ ცოტა მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუმცა ეს ფაქტია და არავინ ამაზე არ კამათობს. ამასთან ერთვება, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, პანიკა და გაურკვევლობა, რა იქნება ხვალ.

მე ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება, თუ რა იქნება. რა თქმა უნდა, ვერავის ვეუბნები პროგნოზს და ვურჩევ ყველას, რომ ზოგადად პროგნოზები მომავალთან დაკავშირებით, მით უმეტეს პესიმისტური, საჯაროდ მაინც არ გააკეთონ, რადგან ეს ფაქტობრივად შეუძლებელია და ამან შეიძლება დამატებით გაურკვევლობა წარმოშვას," - აცხადებს გიორგი კეპულაძე.

დღის ამბები