18 ნოემბერი 2024,   09:41
ვრცლად
გუბერნატორებმა მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ეკლესიების უმრავლესობაში დაცული იყო დისტანცია - სოზარ სუბარი

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, სოზარ სუბარმა რელიგიური რიტუალების შესრულებასა და ზოგადად მორწმუნეების თავშეყრასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია. 

"ძალიან ბევრი საუბარი იყო იმაზე, რომ როდესაც დიდი მარხვაა და ეკლესიებში მორწმუნეები დიდი რაოდენობით დადიან, იყო თუ არა, დაცული უსაფრთხოების ნორმები. როგორც მთელი საქართველოს გუბერნატორებმა მომაწოდეს ინფორმაცია, ეკლესიების უმრავლესობაში დაცული იყო დისტანცია. იყო რამდენიმე ეკლესიაში დარღვევა, მაგრამ ის რომ ჩვენ აქცენტი გავაკეთოთ იმაზე, რომ ყველა ეკლესიაში არღვევენ მორწმუნეები წესებს - არასწორი იქნება.

ყველა სასულიერო პირთან მუდმივად გვაქვს კონტაქტი და მათ ძალიან კარგად აქვთ პრობლემა გაცნობიერებული. ამის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ ამ კვირას ვითარება ამ მხრივ მკვეთრად გამოსწორდება," - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბარმა. 

ამასთან, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ქვემო ქართლის მეჩეთებში ამ ეტაპზე ლოცვა შეწყვეტილია. 

 

დღის ამბები