18 ნოემბერი 2024,   09:49
ვრცლად
საქართველო საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ვყოფილიყავი ამ რთულ დროს - ევროკავშირის ელჩი

საქართველო საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ვყოფილიყავი ამ რთულ დროს - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩის მიმართვაშია ნათქვამი.

კარლ ჰარცელმა COVID 19-ის გამო ჯანდაცვისა და ეკონომიკის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

ელჩი კორონავირუსის წინააღმდეგ, საქართველოს ძალისხმევას აფასებს და ყველას მოუწოდებს ერთმანეთს გაუფრთხილდნენ.

"მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და აღფრთოვანება გამოვხატო სამედიცინო სფეროს მუშაკების, ექიმების, ექთნების, სამართალდამცველების, მესაზღვრეებისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ამ დღეებში დაუღალავად შრომობს მოქალაქეთა უსაფრთხოებისათვის. ეს კრიზისი არამხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობას შეეხება, არამედ უდიდესი გამოწვევაა ეკონომიკისთვის. ჩემთვის დიდი პატივია, ვიმუშაო სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად – საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობით – საჭიროებებისა და სამომავლო გზების გამოსავლენად.

ევროკავშირი საქართველოს გვერდითაა. ევროკავშირი საქართველოს ყველაზე მსხვილი დონორი და ყველაზე ძლიერი პარტნიორია და ეს მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ ველოდებით სპეციალური ზომების მიღებას ეკონომიკის, ბიზნესისა და საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად. ეს აუცილებლად ძალიან გრძელი პროცესი იქნება, მაგრამ ამ პროცესში ერთად ვიქნებით. ეს არის დრო, როდესაც ჩვენ ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ. პირადად მე მიმაჩნია, რომ საქართველო ის საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ვყოფილიყავი ამ რთულ დროს. თავს გაუფრთხილდით და გააგრძელეთ ერთიანი ძალისხმევა," - აცხადებს კარლ ჰარცელი.

დღის ამბები