18 ნოემბერი 2024,   10:02
ვრცლად
"მივმართავ მთავრობას, გამართეთ მართვა და მენეჯმენტი, რომ დავამშვიდოთ საზოგადოება" - გიორგი ვაშაძე

"ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე კვლავ სწრაფი ტესტების აუცილებლობაზე საუბრობს. ვაშაძის განცხადებით, 1000 ტესტი ზღვაში წვეთია და საკმარისი არ არის.

მისი თქმით, მთავრობას არასწორად აქვს დამენეჯმენტებული სისტემა, რომელიც ხარვეზებს აჩენს და საზოგადოებას სიმშვიდის შესაძლებლობას არ აძლევს.

"კარგია, რომ ჩამოვიდა 1000 ტესტი, მაგრამ ეს არის ზღვაში წვეთი. ეს არის ლაბორატორიული ტესტი და არ არის სწრაფი ტესტი, ამიტომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. კონკრეტულად უნდა იყოს გამოყოფილი სამედიცინო დაწესებულებები. 112-ში რომ რეკავ და სხვაგან გამისამართებენ, ცხელ ხაზზე რეკავ და გეუბნებიან, არ ვიცი სასწრაფოში დარეკეთო. მივმართავ მთავრობას, გამართეთ მართვა და მენეჯმენტი, რომ დავამშვიდოთ საზოგადოება,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები