18 ნოემბერი 2024,   09:58
ვრცლად
ახალი დროებითი რეგულაციები საზღვრებზე - ქვეყნის 4 საბაჟო პუნქტის გადაკვეთა 10-დან 18 საათამდეა შესაძლებელი

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის ფონზე საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთის ახალი რეგულაციები დაწესდა. 

საფრთხის პრევენციისა და უკეთ მართვის უზრუნველყოფის მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გამკაცრებულ სისტემას დაექვემდებარა საქართველოს საზღვრის კვეთის წესები. 

ახალი დროებითი რეგულაციების თანახმად:

საქართველოს მოქალაქე მგზავრებისთვის საზღვრის კვეთა ნებადართულია მხოლოდ სარფის, წითელი ხიდის, სადახლოსა და ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით და მხოლოდ დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე.

შემოსავლების სამსახურის ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ ხორციელდება მგზავრთა უმკაცრესი ინდივიდუალური მონიტორინგი. 

საქართველოში დაბრუნებული ყველა საქართველოს მოქალაქე ექვემდებარება საკარანტინო ზონაში გადაყვანას.

დღის ამბები