18 ნოემბერი 2024,   09:50
ვრცლად
"ევროპულმა საქართველომ" ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა

"ევროპულმა საქართველომ" ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. პარტია მთავრობას მოუწოდებს, კორონავირუსის ნეგატიური ეფექტის შესამცირებლად დააწესოს საგადასახადო შეღავათები, გააუქმოს ის რეგულაციები, რომელიც ზღუდავს ბიზნესს, გაატაროს მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, შეამციროს ქონების, საშემოსავლო და აქციზის გადასახადი.

"ევროპული საქართველოს" ლიდერების განმარტებით საპენსიო ფონდის საბიუჯეტო შენატანი 8 თვით უნდა შეჩერდეს

"სახელმწიფომ, 8 თვის მანძილზე უნდა აუნაზღაუროს ხელფასის ან სახელფასო დანაკლისის 50% თითოეულ იმ ადამიანს, ვინც დღეს დარჩა უსამსახუროდ. მეორე ინიციატივა ეხება მათ ვინც შეიძლება არ მუშაობს და არ ჰქონდა დღემდე ხელფასი, მარგამ ასეთი ადამიანები აუცილებლად საჭიროებენ დახმარებას. ესენი გახლავთ სოციალურად დაუცველები, თვითდასაქმებულები, პენსიონერები. თითოეული ასეთი ოჯახისთვის, სახელმწიფომ უნდა გამოყოს ერთჯერადად 200 ლარიანი დახმარება. ასევე, კომუნალური ვაუჩერი," - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

დღის ამბები