"ლეიბორისტული" პარტია მოქალაქეებისათვის დავალიანების გამო დენისა და გაზის ჩაჭრის შეჩერებას ითხოვს. პარტიაში ამბობენ, რომ მოსახლეობაა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, ამიტომ მათთვის დამატებითი პრობლემების შექმნა არ უნდა ხდებოდეს.
"ლეიბორისტები" ხელისუფლებას მოუწოდებენ ენერგო კომპანიებთან მოლაპარაკება აწარმოონ.
"მაფიოზა ენერგო კომპანიები მასობრივად უჭრიან ელექროენერგიისა და გაზის მიწოდებას იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ვერ შეძლეს ხარჯის გადახდა. ამ სიტუაციაში ეს არის დანაშაული. მთავრობაც ამ პირობებში დანაშაულებრივად დუმს. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას აუკრძალოს ენეგოკომპანიებს საგანგებო მდგომარეობის დროს მოქალაქეებისათვის ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების შეწყვეტა. ამავე დროს, დროულად უზრუნველყოს მოქალაქეები კომუნალური ვაუჩერით," - განაცხადა გიორგი გუგავამ.