ოკუპირებულ აფხაზეთში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონას მიმდებარედ, ოკუპანტები სპეციალური ტექნიკით უკანონო სამუშაოებს აწარმოებენ. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ადგილზე რამდენიმე ტრაქტორი მუშაობს.
ფაქტს ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო სამუშაოების შესახებ ამოქმედებულია ცხელი ხაზი - ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.