18 ნოემბერი 2024,   09:54
ვრცლად
გიორგი ვაშაძემ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ორკომპონენტიანი ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, რომელიც მოსამზადებელი სამუშაოების ჩამონათვალსა და თარიღების მიხედვით გაწერილ აქტივობებს ითვალისწინებს.

გიორგი ვაშაძის თქმით, 12 აპრილს შესაძლებელი იქნება ქვეყანაში ყოველგვარი კარანტინის მოხსნა მას შემდეგ, რაც სწრაფი დიაგნოსტიკა დაიწყება.

"მე ხელთ მაქვს ჩვენი ანტიკრიზისული გეგმის 2 ნაწილი. პირველი ეს არის მოსამზადებელი სამუშაოების ჩამონათვალი, რომელიც 3 მნიშვნელოვან კომპონენტს ითვალისწინებს. გაიდლაინებისა და რეკომენდაციების შემუშავებაა სამედიცინო სექტორისთვის; პირველადი ჯანდაცვის ანუ ოჯახის ექიმების, ამბულატორიების, პოლიკლინიკების მომზადება თავიდან ბოლომდე ამ აგრესიული შეტევისთვის და მესამე ეს არის პროგრამული უზრუნველყოფის ნაწილი, რომელიც აუცილებლად გვჭირდება, რომ აგრესიულ შეტევაზე გადავიდეთ. ხოლო მეორე დოკუმენტი ეს არის თარიღების მიხედვით გაწერილი აქტივობები.

ჩვენი ამ სტრატეგიის რეალიზების შემთხვევაში, ჩვენი ვარაუდით 12 აპრილს შეგვიძლია ყოველგვარი კარანტინი მოვხსნათ მას შემდეგ, რაც სწრაფ დიაგნოსტიკას დავიწყებთ. ყველაფერი ეფუძნება აგრესიულ დიაგნოსტიკას, გაწერილი არის ალგორითმი," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები