18 ნოემბერი 2024,   09:41
ვრცლად
უადგილოდ მიმაჩნია დაჯარიმება, რადგან კანონი არ ითვალისწინებს ღია სივრცეში შეკრების შეზღუდვას - გიორგი ვაშაძე 

ზუგდიდში ორგანიზაცია "ახალი ლიდერების ინიციატივას" დაჯარიმების ფაქტს, გიორგი ვაშაძე ეხმაურება. ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ფაქტი არასწორად მიაჩნია, რადგან კანონი ღია სივრცეში შეკრების შეზღუდვას არ ითვალისწინებს.

"შესაძლოა საორგანიზაციო საკითხი არ იყო კარგად დაყენებული, მაგრამ ქვეყანაში მთავარი პრობლემა ისაა, რომ ადამიანებს არ აქვთ პირველადი ჰიგიენის შესაძლებლობები. საერთოდ უადგილოდ მიმაჩნია დაჯარიმება, რადგან კანონი არ ითვალისწინებს ღია სივრცეში შეკრების შეზღუდვას. ასევე არასწორად მიმაჩნია სპეკულაციისთვის ამის გამოყენება," - განაცხადა "ახალი საქართველოს" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ. 

დღის ამბები