18 ნოემბერი 2024,   09:43
ვრცლად
მოქალაქეების დაბრუნება - სააკაშვილის ინიციატივის განსახორციელებლად, თინა ბოკუჩავამ მთავრობას ოფიციალური წერილით მიმართა

საზღვარგარეთ ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნებასთან დაკაშირებით მიხეილ სააკაშვილის ინიციატივის განსახორციელებლად, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ, მთავრობას ოფიციალური წერილით მიმართა:

"პრეზიდენტ სააკაშვილის ძალისხმევით შედგა მოლაპარაკება ავიაკომპანია Sky Up-თან, რომელსაც შეუძლია ამ ეტაპზე უკვე განახორციელოს 4 რეისი. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ 5000-მდე ჩვენი მოქალაქე სრულიად უსასყიდლოდ დავაბრუნოთ სამშობლოში, თუმცა ამ სამაშველო ოპერაციისთვის საჭიროა ხელისუფლების მონაწილეობაც, სწორედ ამიტომ ჩვენ ოფიციალურად გვინდა რომ მივმართოთ,"- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის მზადაა მთავრობასთან კოორდინაციით უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება უზრუნველყოს. ამ ინიციატივას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა მოქალაქეების დაბრუნებას ორგანიზებულად ახორციელებს და ქვეყანას ამაში დახმარება არ სჭირდება.

დღის ამბები