"მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას საზღვარგარეთიდან მოქალაქეების უსასყიდლოდ ჩამოყვანა შესთავაზა, 24 საათი გავიდა და წინადადებაზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელისუფლებისგან უარი მიიღო"- განაცხადა ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე გრიგოლ ვაშაძემ.
მისი თქმით, მთავრობამ არა ნაციონალურ მოძრაობას, არამედ საქართველოს მოქალაქეებს უთხრა უარი სამშობლოში დაბრუნებაზე.
დღეს ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ხელისუფლებას ქუთაისიდან კიდევ ერთხელ მიმართა და განაცხადა, რომ ჩვენი მოქალაქეების უცხოეთიდან ჩამოყვანის წინადადება ჯერ კიდევ ძალაშია და ჯერ კიდევ არის შანსი ათასობით ქართველის სამშობლოში უფასოდ დაბრუნების. ოპოზიციური პარტია მთავრობის პასუხის მოლოდინშია.