18 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
სამეგრელოს რეგიონში შეზღუდვები მკაცრდება - ავტომობილში 3 ადამიანზე მეტი არ უნდა იჯდეს 

სამეგრელოს რეგიონში შეზღუდვები მკაცრდება - ავტომობილში 3 ადამიანზე მეტი არ უნდა იჯდეს. 

სამეგრელოს რეგიონში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების გამკაცრების შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი განმარტებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება. ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, ეს არის ერთადერთი დამატება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედ შეზღუდვებზე სხვა რეგიონებთან მიმართებით.

"დადგება დამატებით ბლოკ-პოსტები რეგიონის, მუნიციპალიტეტების შესასვლელებში, რაც ნიშნავს იმას, რომ გაძლიერებული საპოლიციო ძალები, ანუ ეკიპაჟები მკაცრად გააკონტროლებენ საავტომობილო გადაადგილებას.

მანქანების გადაადგილების კონტროლში იგულისხმება სოციალური დისტანციის დაცვით გადაადგილება, ანუ ერთ ავტომობილში დასაშვებია 3 ადამიანის ყოფნა - მძღოლი და 2 პირი, რომლებიც უკან უნდა ისხდნენ. ამავდროულად, პოლიცია განახორციელებს პატრულირებას მთელი რეგიონის მასშტაბით, რათა ეს წესი იყოს დაცული.

ამასთან, მობილიზებული იქნება დამატებითი საპოლიციო ძალები, რათა მკაცრად გაკონტროლდეს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი ყველა შეზღუდვა, მათ შორის სხვადასხვა ობიექტის ფუნქციონირება, შეკრებები და ა.შ. ეს არ არის არც სამეგრელოს რეგიონის კარანტინის ზონად გამოცხადება და არც კომენდანტის საათის შემოღება.

ასეთი მკაცრი კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აფხაზეთის რეგიონში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების პირობებში. ამასთანავე, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გალში გამოცხადებულია ე.წ. კომენდანტის საათი," - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღის ამბები