მთავრობის ცხელი ხაზი შეიქმნება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს საგანგებო რეჟიმთან დაკავშირებით ნებისმიერ საკითხის თაობაზე კოორდინაციას გაუწევს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ცხელ ხაზზე ასევე, მომსახურებას გაუწევენ იმ საწარმოებსა და სპეციალურ დაწესებულებებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მუშაობენ.
„ შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი -144, რომელიც, რა თქმა უნდა, იქნება უფასო და რომელიც სრულ კოორდინაციას გაუწევს ჩვენს მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საგანგებო მდგომარეობას. ეს იქნებ ის ხაზი, სადაც ჩვენ გვექნება პირდაპირი კომუნიკაცია ჩვენს მოქალაქეებთან. ჩვენს ქვეყანაში არსებობენ საწარმოები, რომელთაც უნდა გააგრძელონ ფუნქციონირება, არსებობენ სპეციალური სამსახურები, რომელთაც უნდა იფუნქციონირონ 24 საათის განმავლობაში და ეს იქნება ის უწყება, ვგულისხმობ შტაბს, რომელიც მომსახურებას გაუწევს ყველა საწარმოს - სტრატეგიულ მნიშვნელობის და არა მხოლოდ, რომელმაც 24 საათის განმავლობაში უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.