იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ საქართველოს საპატიმროები, ვირუსის პრევენციის ფარგლებში, მართვის ახალ ეტაპზე გადადის.
მინისტრის თქმით, შეირჩა 780 თანამშრომელი, რომელიც საპატიმროს შიგნით იცხოვრებს და დაწესებულებას არ დატოვებენ.
თეა წულუკიანის თქმით, ამით პატიმრები იქნებიან დაცული, რომ საპატიმროში ვირუსი არ შევიდეს.
"საქართველოს საპატიმროებიც გადადის მართვის ახალ ეტაპზე. კერძოდ, ჩვენ ის მოდელი შევიმუშავეთ, რაც საპატიმროების სისტემისთვის ჩვეულებრივ დროს არ არის ბუნებრივი. შერჩეული იქნა 780 თანამშრომელი, რომელიც გუშინ გამოცხადდა სამსახურში საპატიმროების ტერიტორიაზე, სადაც ისინი ჩვეულებრივ დროს მუშაობენ, ანუ პერიმეტრის შიგნით და ისინი მომდევნო კვირების განმავლობაში აღარ წავლენ შინ. 780 თანამშრომელი იცხოვრებს საპატიმროების შენობებში და ამ ტერიტორიის დატოვების გარეშე იმისათვის, რომ არც ჩვენ და არც პატიმრებს არ ჰქონდეთ განცდა, რომ გარედან რომელიმე ინსპექტორ კონტროლიორი მოახდენს ვირუსის შეტანას შიგნით. ეს არის უპრეცედენტო ნაბიჯი, რაც გადადგა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა," - განაცხადა თეა წულუკიანმა.