ოკუპირებული გალიდან ზუგდიდის საავადმყოფოში კიდევ ერთი პირი გადმოიყვანეს. პაციენტი კორონავირუსის ნიშნებით ინფექციურ საავადმყოფოში წუხელ მოათავსეს. მისი ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გაგზავნილია და პასუხი დღეს გახდება ცნობილი.
რაც შეეხება სხვა პაციენტებს, ზუგდიდის კლინიკაში COVID 19-ით დაინფიცირებული ორი ადამიანი მკურნალობს. აქვე მოთავსებული ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი ოჯახიც. დედ-მამასა და მათ ორ მცირეწლოვანს საავადმყოფოდან, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ.