18 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
ჩემი კოლეგა გმირია, ის ემსახურებოდა ფსიქიკურად დაავადებულს, რომელთანაც ფიზიკური კონტაქტი გაძნელებული იყო - პაატა იმნაძე ინფიცირებულ ექთანზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული ექთანის ყველა კონტაქტი იდენტიფიცირებულია.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, სამწუხაროდ, ექთანმა ვერ შეძლო, რომ ინფიცირებულ პაციენტთან უშუალო კონტაქტისგან აბსოლუტურად დაცული ყოფილიყო. 

"ეს ჩემი კოლეგა არის გმირი, იმიტომ რომ ის ემსახურებოდა პაციენტს, ფსიქიურად დაავადებულ ადამიანს, რომელთანაც ფიზიკური კონტაქტი იყო გაძნელებული. ამ ადამიანმა გააკეთა ყველაფერი, რომ ამ პაციენტისთვის მოევლო და სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო ბოლომდე დაცული ყოფილიყო უშუალო ფიზიკური კონტაქტისგან ამ პაციენტთან. გამგები გაიგებს, იქ რა ხდებოდა. ამიტომ, რა თქმა უნდა, მისი ყველა კონტაქტი მიკვლეულია და ყურადღების ქვეშაა, მაგრამ თვითონ ჩემი ეს კოლეგა გმირია," - განაცხადა პაატა იმნაძემ. 

დღის ამბები