18 ნოემბერი 2024,   19:26
ვრცლად
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა და მერის პირველმა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ და მერის პირველმა მოადგილემ მანუჩარ ფაჩულიძემ თანამდებობა დატოვეს. გადადგომის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ბონდო სოფრომაძემ საკრებულოს უკვე მიმართა უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით.

არსებული ინფორმაციით, ლაშა გოგიაშვილი რამდენიმე წუთის წინ, მერის პირველ მოადგილედ წარადგინა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ. მერის მოვალეობას სწორედ ლაშა გოგიაშვილი შეასრულებს. 

დღის ამბები