კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დედაქალაქში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. გზის მორეცხვის სამუშაოები 3 ლოკაციაზე პეკინზე, კოსტავასა და რუსთაველზე მიმდინარეობდა. სამუშაოს ესწრებოდა თბილისს მერი კახი კალაძე.
"შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან ერთად, დავიწყეთ ქუჩების დამუშავება შესაბამისი ხსნარებით. სამ ლოკაციაზე ვმუშაობთ - პეკინი, კოსტავა და ვარკეთილი.
ეს სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება. ეს ის ქუჩებია, სადაც დღის განმავლობაში ბევრი ადამიანი გადაადგილდება," - აღნიშნავს, თბილისის მერი, კახა კალაძე.