18 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
აშშ-ს საელჩო საქართველოში თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს მადლობას უხდის

საქართველოში ამერიკის შეერტებული შტატების საელჩო თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს მადლობას უხდის.

ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალური ქსელით ავრცელებს.

"კოვიდ-19"-თან ბრძოლა მრავალ უნარსა და ნიჭს მოითხოვს. დღეს ჩვენ გვსურს, მადლობა გადავუხადოთ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც ქართველი ხალხისთვის სუფთა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად დღედაღამ თავდაუზოგავად შრომობენ. ამ სიტუაციაში ჩვენ ყველა ერთად ვართ და ისეთი პროფესიონალების ძალისხმევით, როგორიც ამ ფოტოზეა აღბეჭდილი, ამ ყველაფერს გადავლახავთ," – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

დღის ამბები