18 ნოემბერი 2024,   19:27
ვრცლად
მარნეულში თერმოსკრინინგის პირველი ეტაპი სრულდება, შემოწმებულია 105 ათსი ადამიანი - ზაურ დარგალი

მარნეულში თერმოსკრინინგის პირველი ეტაპი სრულდება. ამის შესახებ განცხადება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა გააკეთა. ზაურ დარგალის თქმით, სკრინინგის ფარგლებში 105 ათას ადამიანი შემოწმდა, მათგან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. მისივე ინფორმაციით, რამდენიმე დღეში  თერმო სკრინინგის მეორე ეტაპი უნდა დაიწყოს. 

მუნიციპალიტეტის მერი ამბობს, საკარანტინო შეზღუდვების დარღვევისთვის რამდენიმე ადამიანია დაჯარიმებული, საერთო ჯამში კი მარნეულში ვითარება სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.

დღის ამბები