ნიკოლოზ გამყრელიძემ კორონავირუსი დაამარცხა. ევექსის კლინიკების დირექტორი და ამირან გამყრელიძის შვილი "კურიერთან" დეტალურად საუბრობს დაავადებისა და მისი დაინფიცირების შესახებ.
მან კლინიკა 3 დღის წინ დატოვა და ახლა პროტოკოლის მიხედვით, თვითიზოლაციაში, სახლში იმყოფება.
ნიკოლოზ გამყრელიძე ამბობს, რომ მისი დაინფიცირების შესახებ ინფორმაცია მამისგან, ამირან გამყრელიძისგან შეიტყო.
"ვირუსის არანაირი სიმპტომი არ მქონია. ვაღიარებ, რომ ალბათ უფრო ფრთხილად უნდა ვყოფილიყავი მეც და ჩემი თანამშრომელიც. ჯობდა, ის არ მოსულიყო სამსახურში. იმ დროს, როდესაც ეს მოხდა, ჩვენ კომპანიაში უკვე გვქონდა დაყენებული ოფისის დეზინფექცია და სხვადასხვა საშუალებები გვქონდა კედელზე მიმაგრებული.
მაგიდაზე მედო სანიტაიზერი, რომლითაც ხელს სულ ვიწმენდდი. უსაფრთხოების ზომები რაღაც დონეზე დაცული იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლომდე ეს, ვერ შევძელით,"- განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.