აჭარაში საკარანტინო სივრცე დღეს 114-მა ადამიანმა დატოვა. სასტუმრო "ინტურისტში" სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. მოქალაქეებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს.
კარანტინში მყოფი ადამიანები საკარანტინო პირობებით კმაყოფილები არიან, მათ საკარანტინო სივრცის დატოვებამდე მედპერსონალს მადლობა გადაუხადეს.