საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით უკვე დაანონსებულ სპეცრეისებს დაემატება კიდევ ორი რეისი. მინისტრის ინფორმაციით, 24 და 27 აპრილს განხორციელდება ფრენები თბილისი-ბარსელონა-თბილისისა და თბილისი ვარშავა-თბილისის მიმართულებით.
ზალკალიანმა აღნიშნა, რომ სპეცრეისებზე ბილეთები მითითებულ თარიღამდე ორი დღით ადრე გაიყიდება.