სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავება გრძელდება. ამჯერად, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა მოირეცხა, პროცესს ქალაქის მერი დაესწრო.
სამუშაოებს "თბილსერვის ჯგუფი" და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ახორციელებენ.
გზის სავალი ნაწილისა და ტროტუარების მორეცხვის სამუშაოები სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ხორციელდება. პროცესში ასევე ჩართულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. სადეზინფექციო ხსნარებით დედაქალაქის ქუჩების მორეცხვა ეტაპობრივად გაგრძელდება.