ბოჭორიშვილის კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსის დიაგნოზით 13 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის სამი ახალი შემთხვევაა. სამივე მათგანი არის არასრულწლოვანი, საინდანაც ორი ეროვნული ბანკის საცავის ინფიცირებული პაციენტის ოჯახის წევრები არიან.
როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა, ახალი შემთხვევები ქვეყნის შიდა გავრცელებას უკავშირდება.
"ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში 41 პაციენტი მკურნალობს. ახალი დადასტურებული პაციენტებიდან ჩვენთან სამი პაციენტია. სულ დადასტურებული დიაგნოზით მკურნალობს 13 პაციენტი. ყველა მათგანის კლასტერი ცნობილია. სამივე ახალი შემთხვევა ქვეყნის შიდა გავრცელებაა," - განაცხადა მაკა სონღულაშვილმა.