18 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
კარლ ჰარცელი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს მადლობას უხდის და პროფესიულ დღეს ულოცავს 

7 აპრილი ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა - ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს მადლობას უხდის.

მისი თქმით, კორონავირუსის დროს ეს ადამიანები წინა ხაზზე დგანან და დაუღალავად შრომობენ ადამიანების ჯანმრთელობისთვის.

"ჯანმრთელობის მსოფლიო დღე შესაძლებლობას გვაძლევს კიდევ ერთხელ დიდი მადლიერება და პატივისცემა გამოვხატოთ სამედიცინო სფეროს ყველა იმ მუშაკის მიმართ, ვინც კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზეა და დაუღალავად შრომობს კლინიკებში, საავადმყოფოებში, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლაბორატორიებში.

დიდი მადლობა დაუღალავი შრომისა და მონდომებისთვის, რომლითაც ცდილობთ გადაგვატანინოთ ეს ურთულესი კრიზისი,"- აღნიშნავს ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.

 

დღის ამბები