თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის თქმით, კორონავირუსი არის მტერი, რომლის წინააღმდეგ ერთადერთი იარაღი მეცნიერებაა.
"არ არსებობს ვირუსი, ეპიდემია, რომელიც ჩვენს ქვეყანაზე ძლიერია. ახლა ვირუსის წინააღმდეგ ერთადერთი იარაღი არის მეცნიერება",-აღნიშნა ერდოღანმა მოსახლეობისადმი მიმართვის დროს.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 34 109 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსს ქვეყანაში 725 ადამიანი ემსხვერპლა.