რეგიონის ერთ-ერთ კარანტინში ექიმის მხრიდან სექსუალური შევიწროების სავარაუდო ფაქტს ჯანდაცვის სამინისტრო ეხმაურება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული პირი არც ჯანდაცვის სამინისტროს და არც გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელი არ არის.
"გვსურს, გამოვეხმაუროთ რამდენიმე მედია საშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც საკარანტინე სივრცეში სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულ პირს უკავშირდება.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული პირი არ არის ჯანდაცვის სამინისტროს ან/და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელი.
სამინისტრო, შესაბამის ორგანოებთან ერთად, მოახდენს აღნიშნული საკითხის მუდმივ მონიტორინგს და გამოძიების შედეგის შესაბამისად, შემდგომ რეაგირებას." - ნათქვამია განცხადებაში.