18 ნოემბერი 2024,   17:53
ვრცლად
საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად 9 აპრილის მემორიალთან ხალხმრავლობაა - მოქალაქეები დაღუპულებს პატივს მიაგებენ

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს და მოქალაქეებისთვის დაწესებულია მნიშვნელოვანი შეზღუდვები, 9 აპრილის მემორიალთან ხალხმრავლობა მაინც შეინიშნება. 

მემორიალთან მივიდნენ სასულიერო პირებიც, ერთ-ერთმა მათგანმა კი გარდაცვლილთა სულების სახელზე პანაშვიდი აღავლინა.

მემორიალთან იმყოფებოდნენ ოპოზიციური პარტიის წევრები, რომლებმაც ყვავილების მიტანითა და სანთლების დანთებით მიაგეს პატივი 31 წლის წინ გარდაცვლილთა ხსოვნას.

რაც შეეხება მმართველ პარტიას, მათგან ადგილზე მხოლოდ მირიან წიკლაური იმყოფებოდა.

31 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან - 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესობა ქალები, მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც.

დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით 2000-მდე მომიტინგე მოიწამლა. ტრაგედიიდან ზუსტად 2 წელიწადში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ კი ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.

დღის ამბები